ავტორიზაცია

[VIDEO] დიდი სენსაცია: დინამო თბილისი საკუთარ მოედანზე სამგურალთან დამარცხდა

თარიღი 23 ივნ 2021, 21:26

ეროვნული ლიგის მე-19 ტურში ქვეყნის ჩემპიონი დინამო თბილისი სამგურალს დაუპირისპირდა და სენსაციურად, 1-2 დამარცხდა.

ანგარიში სოსო ფრუიძის შეგირდებმა პირველივე წუთზე გახსნეს. ირაკლი ლექვთაძემ სერგო კუხიანიძის პასი გამოიყენა.

ორამდე გაზარდეს წყალტუბოელებმა ანგარიში მე-17 წუთზე. პაპუნა ფონიავამ როინ კვასხვაძეს შესანიშნავი საჯარიმო დარტყმა გაუტანა.

შეხვედრის საბოლოო ანგარიში მეორე ტაიმში, მე-60 წუთზე გიორგი გაბედავამ თერთმეტმეტრიანი დარტყმით დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ სამგურალი 67-ე წუთის შემდეგ 10 კაცით იყო. გუნდს ლუქმან გილმორი გაუძევეს.

ოფიციალურ შეხვედრებში დინამო თბილისი სამგურალს მიმდინარე სეზონში ორჯერ შეხვედრა და სტატისტიკა იმერელთა სასარგებლოდ ასეთია: 2 მოგება და 1 ფრე.

19 ტურის შემდეგ ეროვნულ ლიგას 39 ქულით ერთპიროვნულად დინამო ბათუმი ლიდერობს, 38 ქულით მე-2 პოზიციაზეა თბილისის დინამო.