"ძალიან გამიხარდა რონალდუსთან შეხვედრა", - ბენზემა

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, კარიმ ბენზემამ, კრიშტიანუ რონალდუსთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა:
"რონალდუ ჩემი ძალიან კარგი მეგობარია. ერთად რეალში მივაღწიეთ ძალიან ბევრს, გავიტანეთ უამრავი გოლი, მოვიგეთ ტიტულები.
გამიხარდა მისი დანახვა. შევხვდით ვისაუბრეთ და ერთმანეთს ვუსურვეთ წარმატება მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე", - განაცხადა "მამლების" ფორვარდმა.
შეგახსენებთ, რომ "ლურჯებისა" და პირტუგალიელების შეხვედრა დასრულდა ფრედ, 2:2, დუბლები გაიფორმეს სწორედ პირენეელთა კაპიტანმა და მადრიდის "რეალის" შემტევმა.
ევრო 2020-ის მერვედფინალში "სამფეროვნები" შეხვდებიან შვეიცარიას, "წითელ-მწვანეები" კი ბელგიას. აქვე დავამატებთ, ტურინის "იუვენტუსის" ლიდერის ანგარიშზე უკვე 5 გოლია.