რატომ არ ითამაშა კვარაცხელიამ რუბინის პირველ წინასასეზონო მატჩში? სლუცკის კომენტარი

ყაზანის "რუბინმა" წინასასეზონო მზადების ფარგლებში გამართა ამხანაგური შეხვედრა "ნიჟნი ნოვგოროდთან", რომელიც 2:1 დაამარცხა.
"წითელ-მწვანეების" შემადგენლობაში ერთი ტაიმი ითამაშა ზურიკო დავითაშვილმა, ხვიჩა კვარაცხელია კი განაცხადშიც არ ყოფილა.
ქართველი შემტევის შემადგენლობის მიღმა აღმოჩენის შესახებ ისაუბრა რუსული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ:
"კვარაცხელიას, ურემოვიჩს, მაკაროვს, ბაკაევსა, ბომსა და ბეგიჩს გადაღლილობის გამო აწუხებთ მცირე დაზიანება და ჩვენი მათი დასვენება გადავწყვიტეთ.
ისინი საერთო ჯგუფს შეუერთდებიან ხვალ და 27 ივნისისთვის დაგეგმილი მატჩისთვის მოემზადებიან", - განაცხადა რუსმა სპეციალისტმა.
სლუცკის გუნდი 27 ივნისს დაუპირისპირდება ეკატერინბურგის "ურალს" და ცნობისთვის, 20-წლის ვინგერმა ტრავმა გასულ სეზონში სწორედ ამ გუნდის წინააღმდეგ მიიღო.