აიცრა და მალე მზადებას დაიწყებს - მიქაუტაძე მეცის შეკრებაზე გამოცხადდა
ფრანგულმა მეცმა ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო და შეკრებაზე გუნდში მყოფი ყველა ფეხბურთელი გამოიძახა.
ადგილზე გამოცხადდა საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძეც, რომელიც გუნდმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა და სამედიცინო შემოწმებაც გაატარა.
შეგახსენებთ, რომ 20 წლის ფორვარდისთვის ეს სეზონი მეცის პირველ გუნდში სრულფასოვნად პირველი იქნება, თუმცა მას მანამდე ჰქონდა ლიგა 1-ში უკვე დებიუტი კლუბის მაისურით.
გასული სეზონი გიორგი მიქაუტაძემ იჯარით ბელგიურ სერენში გაატარა, სადაც 23 მატჩში 22 გოლი გაიტანა და ლომის წილი დაიდო იმაში, რომ სერენი ახლა იუპილერ ლიგაში თამაშობს.