ავტორიზაცია

პერესი: "არ უნდა იყოს ისე, რომ ჩვენ ფულს ვკარგავდეთ, უეფას პრეზიდენტი კი ხელფასს იზრდიდეს"

პერესი: "არ უნდა იყოს ისე, რომ ჩვენ ფულს ვკარგავდეთ, უეფას პრეზიდენტი კი ხელფასს იზრდიდეს"
თარიღი 25 ივნ 2021, 16:43

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა, უეფას მეთაურზე, ალექსანდრ ჩეფერინზე ისაუბრა, რომელთანაც ურთიერთობა ევროპის სუპერლიგის დაარსების შემდეგ გაუფუჭდა.

„მასთან არ მისაუბრია. მათ სურთ, საკუთარი პრივილეგიები შეინარჩუნონ, გულშემატკივრების სურვილი კი განსხვავებულია.

არ უნდა ხდებოდეს ისე, რომ ჩვენ ფულს ვკარგავდეთ, ჩეფერინი კი ხელფასს იზრდიდეს. ზოგ ადამიანს აქვს პრივილეგიები და ისინი მათ შენარჩუნებას ცდილობენ, ფეხბურთი კი, ამ დროს, კვდება.“ - ციტირებს პერესის სიტყვებს AS.

შეგახსენებთ, რომ აპრილში, „რეალმა" და ევროპის სხვა 11-მა კლუბმა ევროპის სუპერლიგის დაარსების შესახებ გამოაცხადეს. თუმცა, უეფა მათ სანქციებით დაემუქრა და 9 კლუბს გამოსვლა აიძულა. პროექტში დღემდე რჩებიან მხოლოდ „რეალი", „ბარსელონა" და „იუვენტუსი".

მიუხედავად იმისა, რომ უეფა მათ ჩემპიონთა ლიგიდან დისკვალიფიკაციას აპირებდა, ის ვერაფერს გახდა და სამივე ეს გუნდი ამ ტურნირზე მომავალ სეზონშიც ითამაშებს.