ავტორიზაცია

სლუცკი კვარაცხელიას შესახებ: "ვიღაცა კარგ ფორმაშია, ვიღაც კი ვარჯიშს ახლა იწყებს"

სლუცკი კვარაცხელიას შესახებ: "ვიღაცა კარგ ფორმაშია, ვიღაც კი ვარჯიშს ახლა იწყებს"
თარიღი 28 Jun 2021, 11:11

ყაზანის "რუბინი" თავის წინასასეზონო შეკრებაზე შეხვდა ეკატერინბურგის "ურალს", რომელთანაც ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

"წითელ-მწვანეების" შემადგენლობაში ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც განვლილი სეზონის ბოლოს, ტრავმის მიღების შემდეგ, პირველი მატჩი ჩაატარა.

ქართველი შემტევის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა რუსული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ:

"რუბინის შემადგენლობაში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გამოჩნდნენ კვარაცხელია და ბომი, რომლებსაც საკმაოდ დიდი დრო გაუცდათ.

მათი ფორმის შესახებ ვერაფერს ვიტყვი, რადგან ისინი მხოლოდ ახლა იწყებენ ვარჯიშს. ჩვენი ზოგი ფეხბურთელი კარგ ფორმაშია, ზოგი კი არც ისე.

ჩემი მიზანია თითოეული ფეხბურთელის მეტ-ნაკლებად ერთ დონეზე დაყვანა", - განაცხადა ყაზანელთა რუსმა სპეციალისტმა.

"ბიელსა კვარაცხელიას მარცხენა მცველად ხედავს" - ბრიტანული გამოცემა