ავტორიზაცია

"რონალდუს ჯარიმები უბრალოდ მითია", - ინგლისის ნაკრების ყოფილი ფორვარდი

"რონალდუს ჯარიმები უბრალოდ მითია", - ინგლისის ნაკრების ყოფილი ფორვარდი
თარიღი 28 Jun 2021, 13:38

ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, იან რაიტმა გააკრიტიკა კრიშტიანუ რონალდუს ჯარიმების შესრულება:

"რამდენი ჯარიმა აქვს გატანილი რონალდუს კარიერაში? წავიკითხე, რომ უკანასკნელი 50 მცდელობიდან მან მხოლოდ ერთი გოლი შეაგდო.

პორტუგალიელი თავდამსხმელის შესრულებული სტანდარტები უბრალოდ მითია. ის დგება ბურთთან, იყურება, შემდეგ კი არაფერი ხდება.

უცნაურია, რომ კრიშტიანუს რეალიზაციის დაბალი მაჩვენებლის მიუხედავად, ის ჯარიმის შესასრულებლად მაინც მიდის", - განაცხადა ინგლისელმა.

შეგახსენებთ, რომ ტურინის "იუვენტუსის" ლიდერი ასპარეზობს თავის რიგით მეხუთე ევროპის ჩემპიონატზე, თუმცა აღნიშნულ ტურნირზე მას ჯარიმა ერთხელაც არ გაუტანია.

"ბებერ ქალბატონში" გადასვლის შემდეგ კი პორტუგალიის ეროვნული ნაკრების შვიდიანმა სტანდარტიდან მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა.