ავტორიზაცია

"საუკეთესო საფეხბურთო დღე, რომელიც ოდესმე მინახავს" - ლინეკერი

"საუკეთესო საფეხბურთო დღე, რომელიც ოდესმე მინახავს" - ლინეკერი
თარიღი 29 ივნ 2021, 12:35

ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, გარი ლინეკერმა, 28 ივნისს გამართული ევრო 2020-ს მერვედფინალური მატჩები შეაფასა.

გუშინ, ევროზე ორი მატჩი ვიხილეთ: ხორვატია - ესპანეთი და საფრანგეთი - შვეიცარია. ორივეში ერთი გუნდი 3:1 იგებდა, თუმცა ძირითადი დრო 3:3 დასრულდა.

საფრანგეთმა აშკარა ფავორიტის სტატუსი ვერ გაამართლეს და პენალტებში წააგეს, ესპანეთმა კი ჯერ კიდევ ძირითად დროში დაწყებული საქმე გააგრძელა და დამატებით დროში მეტოქეს კიდევ 2 გოლი გაუტანა.

„ეს, შესაძლოა, იყოს ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო დღე, რომელიც ოდესმე მინახავს. ორი გასაოცარი მატჩი, რომლებიც პრაქტიკულად სარკისებურად ასახავს ერთმანეთს. წარმოუდგენელი სანახაობა.“ - წერს ლინეკერი „ტვიტერში“.