ავტორიზაცია

ინტერმა ჰანდანოვიჩის შემცვლელი შეარჩია

ინტერმა ჰანდანოვიჩის შემცვლელი შეარჩია
თარიღი 29 ივნ 2021, 15:07

მილანის "ინტერმა" შეარჩია თავისი მეკარის, სამირ ჰანდანოვიჩის პოტენციური შემცვლელი. ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, ასეთი ანდრე ონანაა.

"ნერაძური" კამერუნელ გოლკიპერს გაიფორმებს არა ახლა, არამედ 2022 წლის ზაფხულში, როდესაც ის თავისუფალი აგენტი გახდება.

შეგახსენებთ, რომ ამსტერდამის "აიაქსის" კარის დარაჯი მიმდინარე წლის ნოემბრამდე ფუროსემიდის მიღების გამო დისკვალიფიცირებულია.

25-წლის მეკარეს თავდაპირველად ლონდონის "არსენალში" გადასვლას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა გარიგება არ შედგა.

აქვე დავამატებთ, აფრიკელი გოლკიპერი არის "ბარსელონას" აღზრდილი, რომლის აკადემიაში ის 2010-2015 წლებში ირიცხებოდა.