"არ ღირს მბაპესკენ თითის გაშვერა, დამნაშავე მთელი გუნდია", - ლორისი
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, უგო ლორისმა შვეიცარიასთან ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში წაგება შეაფასა:
"შვეიცარიასთან შეხვედრაში მოედანზე დავდეთ ყველაფერი, თუმცა ეს ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გასასვლელად საკმარისი არ გამოდგა.
როდესაც ვიგებდით 3:1-ს, ყველაფერი უნდა დაგვემთავრებინა, თუმცა მოწინააღმდეგისგან განსხვავებით, ხასიათის სიმტკიცე ვერ გამოვავლინეთ.
არ ღირს მბაპეს დადანაშაულება, საფრანგეთის ნაკრების წაგებაში ბრალი თითოეული ფეხბურთელის კისერზეა", - განაცხადა ფრანგმა.
შეგახსენებთ, რომ "მამლებისა" და "მესაათეების" შეხვედრის ძირითადი დრო დასრულდა 3:3, პენალტების სერიაში კი გადამწყვეტი დარტყმა კილიანმა გააფუჭა.