მიზეზი, რის გამოც კვარაცხელიას მარცხენა მცველობა ლიდსში გამოირიცხა
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას სახელს "ლიდს იუნაიტედს" საკმაოდ აქტიურად უკავშირებენ.
გამოცემა HITC-მა დაწერა, რომ "თეთრებში" გადმოსვლის შემთხვევაში, ქართველი ვინგერი მარცხენა მცველის პოზიციაზე ითამაშებდა.
მარსელო ბიელსა იორკშირში მოღვაწეობის პერიოდში იყენებს ტაქტიკას 5-3-2 ან გნებავთ 3-5-2 და ყაზანის "რუბინის" გარემარბს ის ხედავს არა თავდასხმაში, არამედ დაცვის მარცხენა ფლანგზე.
აღნიშნული მოსაზრება აქტუალური იყო იმ დრომდე, სანამ "ფარშევანგების" სახელი არ დაუკავშირეს "ბარსელონას" მარცხენა მცველს, ხუნიორ ფირპოს.
თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ბრაზილიელი ვინგბექი კარიერას გააგრძელებს სწორედ ბიელსას გუნდში, რითაც განაპირა მცველის პრობლემა მოიხსნება.
რაც შეეხება 20-წლის შემტევს, ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გავლენას ახდენს კატალონიელთა მცველის მოყვანა მის ტრანსფერზე.
"ჯვაროსნების" მე-18 ნომრის მარცხენა მცველობა გამოირიცხა, თუმცა ამის მიუხედავად, მისი "ელანდ როუდზე" ტრანსფერი კვლავ აქტუალურად რჩება.
ვნახოთ, აღმოჩნდება თუ არა კვარაცხელია საერთოდ "ლიდსში" და თუ ასე მოხდა, რა პოზიციაზე ითამაშებს ის. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.