ავტორიზაცია

ჰაკიმის პსჟ-ში მოსალოდნელი გადასვლა ინტერმაც ოფიციალურად დაადასტურა

ჰაკიმის პსჟ-ში მოსალოდნელი გადასვლა ინტერმაც ოფიციალურად დაადასტურა
თარიღი 30 Jun 2021, 21:45

მილანის "ინტერის" მარჯვენა მცველი, აშრაფ ჰაკიმი კარიერას "პარი სენ-ჟერმენში" გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა "ნერაძურის" გენერალურმა დირექტორმა, ბეპე მაროტამ:

"ჰაკიმი გადავა პარი სენ-ჟერმენში, გარიგების ბოლო დეტალებზე ვმუშაობთ. ყველაფერი ალბათ უახლოეს 24 საათში დასრულდება.

იმედი მაქვს, ინტერს აღარ მოუწევს წამყვანი ფეხბურთელების სატრანსფერო ბაზარზე გაყიდვა", - განაცხადა იტალიელმა ფუნქციონერმა.

გავრცელებული ინფორმაციით, "პსჟ"-ს მაროკოელი ვინგბექი დაუჯდება 75 მილიონი ევრო და კიდევ ხუთ მილიონს "გველები" ბონუსად მიიღებენ.

მადრიდის "რეალის" აღზრდილმა "ჯუზეპე მეაცაზე" ჩაატარა სულ რაღაც ერთი სეზონი, რომლის მიმდინარეობისას მან სკუდეტო მოიგო.