ავტორიზაცია

"მსიამოვნებს იმის ყურება, თუ როგორ იტანჯება მბაპე", - რამი

"მსიამოვნებს იმის ყურება, თუ როგორ იტანჯება მბაპე", - რამი
თარიღი 01 Jul 2021, 10:03

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა, ადილ რამიმ, კილიან მბაპეს შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

"მსიამოვნებს იმის ყურება, თუ როგორ იტანჯება მბაპე. სწორად გამიგეთ, მსგავსი სიტუაციები ფეხბურთელების ხასიათს აძლიერებს.

ის დაეშვა ფსკერზე და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა საკუთარ თავზე გამოსცადა იმედგაცრუების მთელი ტვირთი.

ის დაბრუნდება მენტალურად ძლიერი, რაც სამომავლოდ ოქროს ბურთის მოგების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა იქნება", - განაცხადა ფრანგმა.

შეგახსენებთ, "მამლებმა" შვეიცარიასთან ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალის შეხვედრის პენალტების სერიაში სწორედ "პარი სენ-ჟერმენის" ფორვარდის არაზუსტი დარტყმის გამო წააგეს.

თავად "ლურჯების" ათიანმა ევრო 2020-ზე ასპარეზობა დაასრულა უგოლოდ და ერთი საგოლე გადაცემით. ასეთია წარმოშობით კამერუნელი შემტევის მონაგარი.