ავტორიზაცია

ჰაკიმის ინტერიდან პსჟ-ში ტრანსფერით რეალიც იხეირებს

ჰაკიმის ინტერიდან პსჟ-ში ტრანსფერით რეალიც იხეირებს
თარიღი 01 Jul 2021, 10:18

მილანის "ინტერის" ახალგაზრდა მარჯვენა მცველი, აშრაფ ჰაკიმი მომავალი სეზონიდან "პარი სენ-ჟერმენის" ღირსებას დაიცავს.

"პსჟ"-ს მაროკოელი ვინგბექი დაუჯდება 70-75 მილიონი ევრო, დამატებით 10 მილიონს კი "ნერაძური" ბონუსის სახით მიიღებს.

"გველების" განაპირა მცველის ტრანსფერით ფინანსურ მოგებას ნახავს მადრიდის "რეალიც", რომლის ანგარიშზე დაახლოებით 2.1 მილიონი დაირიცხება.

საქმე ისაა, რომ ფიფას წესების თანახმად, ფეხბურთელის მშობლიური კლუბი სამომავლო ტრანსფერების შედეგად გარიგების საერთო ღირებულების დაახლოებით 5%-ს იღებს.

"ინტერის" ორიანი არის სწორედ "სამეფო კლუბის" აღზრდილი, რომლის აკადემიაში ის 2006-2017 წლებში ირიცხებოდა. ამის გარდა, აფრიკელი ფლანგელი დორტმუნდის "ბორუსიაში" იჯარით გადასვლამდე "ბლანკოსის" მთავარი გუნდის წევრიც იყო.