ავტორიზაცია

გორის დილამ ხორვატი თავდამსხმელი დაიმატა

გორის დილამ ხორვატი თავდამსხმელი დაიმატა
თარიღი 01 ივლ 2021, 12:42

ოფიციალურად დადასტურდა, რომ გორის "დილას" შემადგენლობაში პეტარ ზუბაკი ითამაშებს. რა ვიცით ხორვატი თავდამსხმელის შესახებ?

25-წლის ფორვარდი, რომელიც სხვადასხვა დროს თამაშობდა როგორც მშობლიურ კლუბებში, ისე ავსტრიულ გუნდებშიც.

ქართული კლუბის ახალწვეული შემტევის უკანასკნელი გაჩერება იყო ავსტრიის მეორე ბუნდესლიგის ბინადარი, "გრაცერი".

ბალკანელი წინახაზელის სატრანსფერო ღირებულება შეადგენს 175 ათას ევროს, მისი საერთო მონაგარი კი 50 შეხვედრაში გატანილი 11 გოლია.

შეგახსენებთ, 8 ივლისს, კონფერენს ლიგის ფარგლებში შიდა ქართლელები "ჟილინას" შეხვდებიან. განმეორებითი მატჩი 15 ივლისს გაიმართება.