ავტორიზაცია

სატრანსფერო ბაზარზე მილანური დერბი მწიფდება

სატრანსფერო ბაზარზე მილანური დერბი მწიფდება
თარიღი 05 ივლ 2021, 11:45

"ბარსელონას" შემტევ ნახევარმცველს, ფილიპე კოუტინიოს სერია ა-ში ორი საკმაოდ საინტერესო და სერიოზული მსურველი გამოუჩნდა.

ESPN-ის თანახმად, ბრაზილიელი ფლეიმეიქერით ინტერესდებიან მეზობლები - "ინტერი" და "მილანი", თუმცა არსებობს ერთი პრობლემა:

კატალონიური კლუბი განიხილავს თავისი გამთამაშებლის მხოლოდ გაყიდვას, მაშინ, როდესაც "ნერაძური" და "როსონერიც" იჯარას განიხილავენ.

აქედან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ "გველები" და "შავ-წითლები" "ბლაუგრანას" მე-14 ნომრის სანაცვლოდ არ გაიმეტებენ ფულს, ტრანსფერის განხორციელება ნაკლებად სავარაუდო იქნება.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ ამერიკელი ჰავბეკის ევროპული კარიერა იწყებოდა სწორედ "ჯუზეპე მეაცაზე", თუმცა გუნდში დამკვიდრება მან ვერ მოახერხა.

ბარსელონას პიანიჩთან კონტრაქტის გაწყვეტა უნდა, ფეხბურთელის პასუხმა არ დააყოვნა