ავტორიზაცია

ფერდინანდი: "ბარსელონას დატოვების წინ, ტიაგომ დამირეკა და მანჩესტერში გადმოსვლის სურვილი დააფიქსირა"

ფერდინანდი: "ბარსელონას დატოვების წინ, ტიაგომ დამირეკა და მანჩესტერში გადმოსვლის სურვილი დააფიქსირა"
თარიღი 06 ივლ 2021, 14:08

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა, რიო ფერდინანდმა, ტიაგო ალკანტარასთან სატელეფონო საუბარი გაიხსენა:

"ბარსელონას დატოვების წინ, ტიაგომ დამირეკა და მანჩესტერში გადმოსვლის სურვილი გამოთქვა. არ ვიცნობდი მას, ჩემი ნომერი დე ხეასგან მიიღო.

ესპანელმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა ისიც მთხოვა, რომ ტრანსფერის თაობაზე კლუბის ხელმძღვანელობასთან გამესაუბრა.

ასეც გავაკეთე, თუმცა იუნაიტედის უფროსებს იმ მომენტში სხვა გაგმები ჰქონდათ", - განაცხადა ყოფილმა ინგლისელმა უკანახაზელმა.

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის დატოვების შემდეგ, კატალონიელთა აღზრდილი გადავიდა მიუნხენის "ბაიერნში", 2020 წლიდან კი ის "ლივერპულშია".