ოფიციალურად: ბარსელონას ფეხბურთელი პრემიერ ლიგაში გადავიდა
ოფიციალურად დადასტურდა, რომ "ბარსელონამ" უკვე თავისი ყოფილი მარცხენა მცველი, ხუნიორ ფირპო "ლიდს იუნაიტედში" 15 მილიონად გაყიდა.
იმ შემთხვევაში, თუ ესპანელი ვინგბექს გაყიდიან "თეთრებიც", ტრანსფერის ღირებულების 20%-ს კატალონიელებიც მიიღებენ.
იორკშირული კლუბის ახალწვეული განაპირა მცველი "ბლაუგრანაში" თამაშობდა 2019-2021 წლებში, თუმცა მთავარ გუნდში დამკვიდრება მან ვერ შეძლო.
პირენეელი ფლანგელის მონაგარი "ლურჯ-ბროწეულისფრების" შემადგენლობაში შეადგენდა 41 შეხვედრაში გატანილ ორ გოლს.