ავტორიზაცია

აზარი, კოუტინიო ან იქნებ ნეიმარი? - რომელი ფეხბურთელი იღებს ყველაზე მეტ ფულს ლაზარეთში ყოფნისას?

აზარი, კოუტინიო ან იქნებ ნეიმარი? - რომელი ფეხბურთელი იღებს ყველაზე მეტ ფულს ლაზარეთში ყოფნისას?
თარიღი 07 Jul 2021, 15:20

Marca-მ გამოქვეყნა სია, თუ რომელი კლუბი ხარჯავს ყველაზე მეტ ფულს ტრავმირებულ ფეხბურთელებზე. პირველ ადგილზე მადრიდის "რეალია".

"სამეფო კლუბი" სიას ლიდერობს ედენ აზარის ხარჯზე, რომელმაც გასულ სეზონში ლაზარეთში გაატარა 252 დღე, მისი ყოველკვირეული ხელფასი კი 475 000 არის.

ეს ნიშნავს იმას, რომ მანამ, სანამ ბელგიელი შემტევი ნახევარმცველი იყო ტრავმირებული, "ბლანკოსმა" მასზე 17 მილიონი ევრო დახარჯა.

მეორე ადგილზეა "ბარსელონა", რომელსაც ტრავმირებული ფილიპე კოუტინიოს შენახვა შარშან 16 მილიონი ევრო დაუჯდა.

ბრაზილიელმა ფლეიმეიქერმა ლაზარეთში გაატარა 233 დღე, მისი ყოველკვირეული ანაზღაურება კი 474 ათას ევროს შეადგენს. მთავარი 5-ეული გამოიყურება ასე:

1. ედენ აზარი (მადრიდის რეალი) - 252 დღე, 17 მილიონი ევრო

2. ფილიპე კოუტინიო (ბარსელონა) - 233 დღე, 16 მილიონი ევრო

3. ნეიმარ ჟუნიორი (პარი სენ-ჟერმენი) - 95 დღე, 13.6 მილიონი ევრო

4. პოლ პოგბა (მანჩესტერ იუნაიტედი) - 230 დღე, 11 მილინი ევრო

5. მარკო როისი (დორტმუნდის ბორუსია) - 214 დღე, 7.5 მილიონი ევრო