ავტორიზაცია

"ისინი ქართველ გულშემატკივარს გაახარებენ" - ოქრიაშვილი გაგრას შესახებ

"ისინი ქართველ გულშემატკივარს გაახარებენ" - ოქრიაშვილი გაგრას შესახებ
თარიღი 08 ივლ 2021, 01:53

კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გაგრა მატჩს მონტენეგროში, სუტიესკას წინააღმდეგ გამართავს.

მატჩამდე ერთი დღით ადრე ჩვენ პარტნიორ გამოცემა GEO TEAM-ს პირდაპირ ეთერში გაგრას აღზრდილი, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი ჩაერთო და ამ კლუბის შესახებ 29 წლის ფეხბურთელმა აღფრთოვანებით ისაუბრა.

"გაგრამ ბევრი რამ მომცა ცხოვრებაში, მანდ ჩამოვყალიბდი პროფესიონალ ფეხბურთელად, ეს პერიოდი არასდროს დამავიწყდება.

დიდი იმედი მაქვს, სუტიესკასთან გამარჯვებას მიაღწვენ. გაგრას მეტი შეუძლია და დარწმუნებული ვარ, ამას დაამტკიცებენ და ქართველ გულშემატკივარს გაახარებენ," - განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა.

სუტიესკასა და გაგრას მატჩი მონტენეგროს ქალაქ პოდგორიცაში ქართული დროით 22:30 საათზე 8 ივლისს დაიწყება.

საბა საპანაძე პოდგორიცადან, სპეციალურად GOAL.GE-სთვის