ავტორიზაცია

წარმატებული დებიუტი სლოვანში - ქართველებმა ჩემპიონთა ლიგაზე მოგებით დაიწყეს

წარმატებული დებიუტი სლოვანში - ქართველებმა ჩემპიონთა ლიგაზე მოგებით დაიწყეს
თარიღი 08 ივლ 2021, 11:47

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრატისლავის სლოვანი საკუთარ მოედანზე შემროკ როვერსს დაუპირისპირდა და 2-0 მოუგო.

აღნიშნულ შეხვედრაში სლოვანის შემადგენლობაში ოფიციალური დებიუტი ჰქონდათ ქართველ ფეხბურთელებს გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას. საქართველოს ნაკრების კაპიტანი 73-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო კაშიამ შეუცვლელად ითამაშა.

სლოვანის მწვრთნელი ვლადიმირ ვაისია, რომელიც საქართველოს ნაკრებში კაშიასთან და კანკავასთან ერთად 5 წლის განმავლობაში მუშაობდა.

გურამ კაშია და ჯაბა კანკავა სლოვაკეთის ჩემპიონს სწორედ მიმდინარე წლის ზაფხულში შეუერთდნენ და დედაქალაქურ გუნდთან 2-წლიანი ხელშეკრულებები გააფორმეს.

სლოვანი მომდევნო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში შვეიცარიულ იანგ ბოიზს ხვდება.