ავტორიზაცია

კოშმარული სტარტი, რომელსაც უკვე მივეჩვიეთ - გორის დილა ჟილინასთან 1:5 განადგურდა

კოშმარული სტარტი, რომელსაც უკვე მივეჩვიეთ - გორის დილა ჟილინასთან 1:5 განადგურდა
თარიღი 08 ივლ 2021, 22:41

კონფერენს ლიგის პირველ რაუნდში გორის "დილა" ესტუმრა "ჟილინას", რომელთანაც იწვია გამანადგურებელი წაგება, ანგარიშით 1:5.

აღსანიშნავია, რომ მატჩის 56-ე წუთისთვის ქართული გუნდი უკვე 0:3-ს აგებდა, რითაც ინტრიგა პრაქტიკულად დასამარებული იყო.

შიდა ქართლელების მხრიდან ერთადერთი გოლი გაიტანა ანდრო ნემსაძემ, თუმცა იმ დროისთვის ანგარიში უკვე 0:5 იყო.

შეგახსენებთ, რომ "დილას" გარდა, კონფერენს ლიგაზე გამოდის ბათუმის "დინამო", რომელიც ეთამაშება "ტრე პენს" და "გაგრა", რომელაც მეტოქედ "სუტიესკა" ჰყავს.