ავტორიზაცია

ვინ იქნება დინამო ბათუმის შემდეგი მეტოქე ტრე პენესთან საპასუხო მატჩის შემდეგ?

ვინ იქნება დინამო ბათუმის შემდეგი მეტოქე ტრე პენესთან საპასუხო მატჩის შემდეგ?
თარიღი 09 ივლ 2021, 12:08

ახალი ტურნირის, კონფერენს ლიგის პირველ რაუნდში ბათუმის "დინამომ" სტუმრად "ტრე პენესთან" მოიპოვა გამანადგურებელი გამარჯვება, 4:0.

განმეორებითი შეხვედრა გაიმართება 15 ივლისს და ალბათ არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ ქართული გუნდი მოპოვებულ უპირატესობას არ გაანიავებს.

რაც შეეხება შემდეგ ეტაპს, სან-მარინოელთა ბარიერის გადალახვის შემდეგ, აჭარლები კონფერენს ლიგის მეორე რაუნდში ბორისოვის "ბატეს" შეხვდებიან.

დავუბრუნდეთ მოსალოდნელ დუელს ბელარუსებთან. პირველი მატჩი გაიმართება 22 ივლისს, საპასუხო კი ერთი კვირის შემდეგ, 29-ში.VIDEO: განადგურებული მეტოქე, ბათუმი არენა ანშლაგის მოლოდინში - 0:4 სტუმრად