ლოკატელი ახალ გუნდს უახლოვდება - იტალიური პრესა
იტალიის ეროვნული ნაკრების ცენტრალურ ნახევარმცველს, მანუელ ლოკატელის ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ახალ კლუბში ვიხილავთ.
Calciomercato-ს თანახმად, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, იტალიელი ჰავბეკი კარიერას ტურინის "იუვენტუსში" გააგრძელებს.
"ბებერი ქალბატონისა" და "სასუოლოს" ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკებების ფინალური პროცესი გაიმართება ევრო 2020-ის დასრულებიდან ერთი კვირის შემდეგ.
აქედან გამომდინარე, არაა გამორიცხული, რომ ივლისის მეორე ნახევარში "ნეროვერდის" შუახაზელი "ბიანკონერის" სრულფასოვანი წევრი გახდეს.
"სკუადრა აძურას" ხუთიანის სახელს თავდაპირველად უკავშირებდნენ ლონდონის "არსენალსაც", თუმცა ამ გუნდში გადასვლა თავად მოთამაშემ არ ისურვა.