ლივერპული შეტევის გაძლიერებაზე დაფიქრდა და პირველი სამიზნე შეარჩია
"ლივერპული" აპირებს თავდასხმის გაძლიერებას და მთავარ სამიზნედ შერჩეულია "ვულვერჰემპტონის" ლიდერი, ადამა ტრაორე.
Football Insider-ის თანახმად, მერსისაიდში თვლიან, რომ ესპანელი შემტევი გუნდის წინახაზში მრავალფეროვნების შემოტანას შეძლებს.
პრობლემას წარმოადგენს "ვულვზის" პოზიცია, რომელიც თავისი ვინგერის "წითლებისთვის" მარტივად დათმობას არ აპირებს.
"უონდერერსი" პირენეელ გარემარბს გაყიდის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული მხარე მინიმუმ 40 მილიონ ფუნტს არ გადაიხდის.
შეგახსენებთ, რომ 25-წლის ფლანგელის დაბრუნება სურდა "ბარსელონას", თუმცა "მგლებმა" ეს გუნდი უარით გაისტუმრეს.