ავტორიზაცია

ფოტო: საული თავისი მომავალი გუნდის თაობაზე მინიშნებას აკეთებს

ფოტო: საული თავისი მომავალი გუნდის თაობაზე მინიშნებას აკეთებს
თარიღი 10 Jul 2021, 12:51

ევროპული პრესა დარწმუნებულია იმაში, რომ მადრიდის "ატლეტიკოს" ცენტრალური ნახევარმცველი, საულ ნიგესი კარიერას "ლივერპულში" გააგრძელებს.

ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ესპანელი ჰავბეკი ინსტაგრამზე ცოტა ხნის წინ გახდა პრემიერ ლიგის, მერსისაიდული გუნდისა და მისი რამდენიმე მოთამაშის ფოლოვერი.

საუბარია ტიაგო ალკანტარასა და ჯორდან ჰენდერსონის შესახებ, რომელთა აქაუნთებამდე "როხიბლანკოს" აღზრდილს აქამდე ინტერესი არ ჰქონდა.

"ინდიელების" ექვსიანის სახელს უკავშირებენ მიუნხენის "ბაიერნსაც", თუმცა როგორც ჩანს, გამარჯვებულები სატრანსფერო ბრძოლიდან "წითლები" გამოვლენ.

პირენეელი ჰავბეკი განიხილება ჯორჯინიო ვეინალდუმის შემცვლელად, რომელიც ამ ზაფხულს "პარი სენ-ჟერმენში" გადავიდა.