ავტორიზაცია

ატლეტიკოს უარი ლივერპულს - მადრიდელებს საულზე სხვა გეგმები აქვთ

ატლეტიკოს უარი ლივერპულს - მადრიდელებს საულზე სხვა გეგმები აქვთ
თარიღი 12 ივლ 2021, 12:56

"ლივერპული" ინტერესდება მადრიდის "ატლეტიკოს" ცენტრალური ნახევარმცველით, საულ ნიგესით, თუმცა Mundo Deportivo-ს თანახმად, ეს ტრანსფერი არ შედგება.

მერსისაიდული კლუბი ესპანელი ფლეიმეიქერის სანაცვლოდ ჩამოდიოდა 40 მილიონ ევროს, თუმცა "როხიბლანკოსგან" უარი მოვიდა.

საქმე ისაა, რომ "ინდიელები" არც კი განიხილავენ თავიანთი გამთამაშებლის "წითლებში" გაყიდვას, რადგან მათ სხვა გეგმები აქვთ.

დიეგო სიმეონეს სურს თავისი გუნდის რვიანის "ბარსელონასთან" ანტუან გრიზმანზე გაცვლა და ცნობისთვის, ბარტერით ორივე მხარეა დაინტერესებული.

იგივე წყაროს მტკიცებით, "ვანდა მეტროპოლიტანოზე" დაბრუნების წინააღმდეგი არც თავად ფრანგი თავდამსხმელია, რომელიც კატალონიაში ჩვეულად ვერ ათამაშდა.