ავტორიზაცია

ფოტო: კიელინი და ბონუჩი ლოგინშიც განუყრელი წყვილი არიან

ფოტო: კიელინი და ბონუჩი ლოგინშიც განუყრელი წყვილი არიან
თარიღი 12 ივლ 2021, 13:30

ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ, იტალიის ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა მცველებმა, ჯორჯო კიელინიმ და ლეონარდო ბონუჩიმ სახალისო ფოტო გადაიღეს.

სურათზე ვხედავთ იტალიელ უკანახაზელებს ლოგინში, ევროპის ჩემპიონატის თასთან ერთად. სათაური ასეთია - "არ იდარდო, მშვიდად იძინეთ, ჩვენ შენ გიცავთ", - მიმართავენ ტურინის "იუვენტუსის" ცენტრბექები ნანატრ ტიტულს.

ფეხბურთის გულშემატკივრებს ხუმრობით მომენტალურად გაახსენდათ კიელინის ცნობილი ფრაზა, რომელიც ჟღერს ასე - "ბონუჩის საკუთარ ცოლზე უკეთ ვიცნობ".

შეგახსენებთ, რომ "სკუადრა აძურამ" ევროპის ჩემპიონატი თავისი ისტორიის განმავლობაში მეორედ მოიგო. პირველი ტრიუმფი 1968 წლით თარიღდება.

აქვე დავამატებთ იმასაც, რომ ჯგუფური ეტაპის დაძლევის შემდეგ, "ლურჯებმა" დაამარცხეს ინგლისი, ესპანეთი, ბელგია და ავსტრია.