ავტორიზაცია

არც ინტერი და არც არსენალი - ონანას ახალი გუნდი ცნობილია

არც ინტერი და არც არსენალი - ონანას ახალი გუნდი ცნობილია
თარიღი 12 ივლ 2021, 14:19

ამსტერდამის "აიაქსის" მეკარე, ანდრე ონანა კარიერას ლიონის "ოლიმპიკში" გააგრძელებს. ამის შესახებ Goal.com-ი და კიდევ რამდენიმე წყარო წერს.

კამერუნელი გოლკიპერის სახელს თავდაპირველად უკავშირებდნენ მილანის "ინტერსა" და ლონდონის "არსენალს", თუმცა შეთანხმება ვერ შედგა.

"ნერაძური" და "მეთოფეები" "მეომრების" კარის დარაჯის დამატებას განიხილავდნენ მხოლოდ თავისუფალი აგენტის სტატუსით, ანუ უფასოდ.

ეს ნიშნავდა იმას, რომ ტრანსფერი შედგებოდა მხოლოს მაშინ, როდესაც 25-წლის მეკარეს კონტრაქტი ამოეწურებოდა "ებრაელებთან", ანუ ერთი წლის შემდეგ.

"ლომები" კი თავის მხრივ არ აპირებენ მოცდას, რაც ნიშნავს იმას, რომ აფრიკელი გოლკიპერი საფრანგეთში გადაბარგდება უკვე ახლა.

შეგახსენებთ, "აიაქსის" 24-ე ნომერი ფუროსემიდის მიღების გამო, მიმდინარე წლის ნოემბრამდე დისკვალიფიცირებულია.