საბოლოო უარი არსენალს - ლოკატელიმ სასურველი გუნდი შეარჩია
Calciomercato-ს თანახმად, "სასუოლოს" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, მანუელ ლოკატელიმ სასურველი გუნდი უკვე შეარჩია.
თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, იტალიელი ჰავბეკი კარიერას გააგრძელებს თავის საყვარელ კლუბში, ტურინის "იუვენტუსში".
"ბებერ ქალბატონში" გადასვლის გამო, "ნეროვერდის" შუახაზელმა უარით გაისტუმრა ლონდონის "არსენალი", რომელიც აგრეთვე აქტიურად იყო დაინტერესებული.
"ბიანკონერი" იტალიის ეროვნული ნაკრების ხუთიანის სანაცვლოდ "შავ-მწვანეებს" გადაუხდის დაახლოებით 35 მილიონ ევროს.
შეგახსენებთ, რომ აპენინელი ნახევარმცველი არის "მილანის" აღზრდილი, თუმცა 2019 წელს, მშობლიური კლუბი მან დატოვა.