ავტორიზაცია

ზარი პრემიერ ლიგიდან! - ბერარდის ალბიონზე მსურველი ჰყავს

ზარი პრემიერ ლიგიდან! - ბერარდის ალბიონზე მსურველი ჰყავს
თარიღი 14 ივლ 2021, 21:26

"სასუოლოს" ლიდერის, დომენიკო ბერარდის პრემიერ ლიგაში საკმაოდ საინტერესო და სერიოზული მსურველი გამოუჩნდა.

განვლილი ევროპის ჩემპიონატის ბრწყინვალედ ჩატარების შემდეგ, იტალიელი შემტევით "ლივერპული" დაინტერესდა.

მერსისაიდული გუნდის მთავარ მწვრთნელს, იურგენ კლოპს თავისი გუნდის თავდასხმაში სურს მეტი კრეატივის შეტანა და ამისთვის ის "ნეროვერდის" ვინგერის ყიდვას გეგმავს.

"შავ-მწვანეები" 26-წლის გარემარბს აფასებენ მინიმუმ 50 მილიონ ევროდ, "წითლები" კი თანხის დაკლებაზე ცდილობენ შეთანხმების მიღწევას.

შეგახსენებთ, რომ აპენინელი ფლანგელის სახელს წლების მანძილზე უკავშირებენ ტურინის "იუვენტუსსა" და მილანის "ინტერს", წელს კი "სქაუზერებიც" გამოჩნდნენ.