ავტორიზაცია

"ასე თუ გაგრძელდა, სხვა კლუბების ინტერესი გაჩნდება", - კიელინის აგენტმა იუვენტუსი გააკრიტიკა

"ასე თუ გაგრძელდა, სხვა კლუბების ინტერესი გაჩნდება", - კიელინის აგენტმა იუვენტუსი გააკრიტიკა
თარიღი 15 ივლ 2021, 10:32

ტურინის "იუვენტუსის" კაპიტნის, ჯორჯო კიელინის აგენტმა, დავიდე ლიპიმ თავისი კლიენტის კლუბი მწვავედ გააკრიტიკა:

"რატომ არ ახანგრძლივებს კიელინი იუვენტუსთან კონტრაქტს? ეს არის საკითხი, რომელიც ურთიერთშეთანხმების საფუძველზე უნდა მოგვარდეს.

ჩემი კლიენტი თანახმაა, კლუბის მხრიდან კი დუმილია. ისეთი შეგრძნება მეუფლება, თითქოს ტურინელები არ ცდილობენ იტალიის ნაკრების კაპიტნის შენარჩუნებას.

სხვა კლუბების ინტერესი ჯერჯერობით არ არის, თუმცა თუ "ბებერი ქალბატონი" არ გააქტიურდება, ეს აუცილებლად მოხდება".

შეგახსენებთ, რომ "ბიანკონერის" ცენტრალური მცველის ამჟამინდელი ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულამდე არის გათვლილი.