ავტორიზაცია

VIDEO: ულამაზესი გოლი, რომელიც საკმარისი არ გამოდგა - გაგრა ევროტურნირებს გამოეთიშა

თარიღი 15 ივლ 2021, 22:00

კონფერენს ლიგის პირველი რაუნდის განმეორებით შეხვედრაში "გაგრამ" მიიღო "სუტიესკამ", რომელთანაც ითამაშა ფრე, ანგარიშით 1:1.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი მატჩი დასრულდა ნიკშიჩელების მინიმალური გამარჯვებით, რაც ნიშნავდა იმას, რომ ქართულ გუნდს აგრეთვე მინიმუმ ერთბურთიანი სხვაობით მოგება სჭირდებოდა, იმისთვის, რომ ბრძოლა არ დასრულებულიყო.

"ლურჯებმა" საწადელს ვერ მიაღწიეს და კონფერენს ლიგას დაემშვიდობნენ. გამოსარჩევი იყო თამაზ მაქაცარიას ულამაზესი გასროლა მონტენეგროელთა კარში.