3:6 ორი მატჩის ჯამში - დილა ევროტურნირებს დაემშვიდობა

კონფერენს ლიგის პირველი რაუნდის განმეორებით შეხვედრაში გორის "დილამ" მიიღო "ჟილინა", რომელიც ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი დასრულდა სლოვაკების გამანადგურებელი გამარჯვებით, ანგარიშით 1:5, რაც ნიშნავს იმას, რომ ქართულმა გუნდმა ორი თამაში ჯამში 3:6 წააგო.
შიდა ქართლელების მხრიდან გოლები გაიტანეს ოსმან კამარამ და ვანდერსონმა. ასე და ამგვარად, "დილა" ევროტურნირებს გამოეთიშა.