ავტორიზაცია

ვის შეხვდებოდნენ დილა და გაგრა კონფერენს ლიგის მეორე რაუნდში გადასვლის შემთხვევაში?

ვის შეხვდებოდნენ დილა და გაგრა კონფერენს ლიგის მეორე რაუნდში გადასვლის შემთხვევაში?
თარიღი 16 ივლ 2021, 11:09

კონფერენს ლიგის პირველ რაუნდში ბრძოლას გამოეთიშა ორი ქართული კლუბი - გორის "დილა" და "გაგრა", ბათუმის "დინამო" კი უკვე შემდეგ ეტაპზეა.

შიდა ქართლელები ორი შეხვედრის ჯამში, ანგარიშით 3:6 დამარცხდნენ "ჟილინასთან" (1:5, 2:1), "ლურჯებმა" კი ვერაფერი მოუხერხეს "სუტიესკას" (0:1, 1:1).

საინტერესოა, ვის შეხვდებოდნენ ანდრეი დემჩენკოსა და გაგა კირკიტაძის გუნდები, სლოვაკებისა და ნიკშიჩელების ბარიერის გადალახვის შემთხვევაში?

"დილას" შემთხვევაში მოწინააღმდეგე იქნებოდა "აპოლონ ლიმასოლი", რომლის შემადგენლობაში თამაშობს ორი ქართველი: გიორგი პაპუნაშვილი და რევაზ ინჯგია.

"გაგრა" კი კონფერენს ლიგის მეორე რაუნდში თელ-ავივის "მაკაბის" დაუპირისპირდებოდა. სამწუხაროდ, ქართული გუნდების გზა ხანმოკლე გამოდგა.