საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულია - რა ბედი ელის კოუტინიოს?
Diario Sport-ის თანახმად, "ბარსელონამ" თავისი შემტევი ნახევარმცველის, ფილიპე კოუტინიოს თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.
კატალონიური კლუბი აღარ მისცემს შანსს ბრაზილიელ ფლეიმეიქერს და ფეხბურთელის რაც შეიძლება სარფიანად გასხვისებას ეცდება.
პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ "ბლაუგრანას" გამთამაშებელს ამ დროისთვის რეალური მსურველები არ ჰყავს.
თავდაპირველად იწერებოდა პრემიერ ლიგისა და მილანის "ინტერის" შესახებ, თუმცა წინადადებამდე საქმე არ მისულა.
შეგახსენებთ, რომ "ლივერპულის" ყოფილი ათიანი "ლურჯ-ბროწეულისფრებში" გადმოვიდა 2018 წლის ზამთარში, თუმცა ახალ გუნდში დამკვიდრება მან ვერ შეძლო.