ავტორიზაცია

მბაპეს სურს წასვლა და მიზეზი ნეიმარია?! - Marca-ს საინტერესო ვარაუდი

მბაპეს სურს წასვლა და მიზეზი ნეიმარია?! - Marca-ს საინტერესო ვარაუდი
თარიღი 16 ივლ 2021, 11:55

"პარი სენ-ჟერმენი" მთელი ძალებით ცდილობს თავისი თავდამსხმელის, კილიან მბაპეს შენარჩუნებას და ამისთვის კლუბი მოთამაშეს სთავაზობს ახალ, გაუმჯობესებულ კონტრაქტს.

ფრანგი ფორვარდის ამჟამინდელი კონტრაქტი გათვლილია 2022 წლამდე და იმისთვის, რომ ის არ წავიდეს და მითუმეტეს უფასოდ, "პსჟ" ფეხბურთელს სთავაზობს დაახლოებით ისეთ ხელფასს, როგორც ნეიმარ ჟუნიორს აქვს.

Marca-ს თანახმად, პარიზელთა შემტევს აღნიშნული ვარიანტი არ ხიბლავს, რადგან მას კლუბის ამბიციებსა და პერსპექტივაში ეჭვი ეპარება.

"ლურჯ-წითლების" შვიდიანს სურს იყოს გუნდის ლიდერი, თუმცა ბრაზილიელი თავდამსხმელის გვერდით, ეს ნაკლებად სავარაუდოა.

სწორედ ამიტომ სურს 22-წლის ფორვარდს "პარკ დე პრენსიდან" წასვლა. იგივე წყაროს მტკიცებით, წარმოშობით კამერუნელი შემტევის გარშემო არსებულ სიტუაციას ყურადღებით მადრიდის "რეალი" აკვირდება.