ავტორიზაცია

როგორია დინამო ბათუმის მომავალი მეტოქის სტატისტიკა ქართულ გუნდებთან?

როგორია დინამო ბათუმის მომავალი მეტოქის სტატისტიკა ქართულ გუნდებთან?
თარიღი 16 ივლ 2021, 12:22

როგორც მოგეხსენებათ, ბათუმის "დინამოს" მომავალი მოწინააღმდეგე კონფერენს ლიგის მეორე რაუნდში ბორისოვის "ბატე" იქნება.

აჭარული გუნდი ბელარუსელებს არასდროს შეხვედრია, თავად "ლურჯ-ყვითლებს" კი ქართული გუნდი მეტოქედ ჰყოლიათ ორჯერ.

"ბატე" სხვადასხვა დროს შეხვედრია თბილისის "დინამოსა" (4-ჯერ) და ქუთაისის "ტორპედოს" (2-ჯერ), ურთიერთშეხვედრების ისტორია კი მოიცავს 3 მოგებასა და 3 წაგებას. მივყვეთ ქრონოლოგიურად:

2001/2002 - უეფას თასის შესარჩევის პირველი რაუნდი - დინამო 2:1 ბატე

2001/2002 - უეფას თასის შესარჩევის პირველი რაუნდი - ბატე 4:0 დინამო

2004/2005 - უეფას თასის შესარჩევის პირველი რაუნდი - ბატე 2:3 დინამო

2004/2005 - უეფას თასის შესარჩევის პირველი რაუნდი - დინამო 1:0 ბატე

2005/2006 - უეფას თასის შესარჩევის პირველი რაუნდი - ტორპედო 0:1 ბატე

2005/2006 - უეფას თასის შესარჩევის პირველი რაუნდი - ბატე 5:0 ტორპედო