ოფიციალურად - კიტეიშვილის მომავალი გადაწყდა
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა გრაცის შტურმთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა.
ამის შესახებ ავსტრიული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება და წერენ, რომ 25 წლის შემტევთან ახალი, ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმეს. შესაბამისად, მოქმედი კონტრაქტი 2024 წლის ივნისის ჩათვლითაა.
ოთარ კიტეიშვილი გრაცის შტურმის ღირსებას 2018 წლის ზაფხულიდან იცავს. მას შემდეგ ავსტრიელთა მაისურით 86-ჯერ ითამაშა, 17 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა გააკეთა.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი შტურმს დინამო თბილისიდან 750,000 ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.