წყალში გადაყრილი მილიარდი ევროს მეოთხედი - როგორ ცდილობს ბარსელონა გრიზმანისა და კოუტინიოს მოშორებას?
"ბარსელონას" ფილიპე კოუტინიოსა და ანტუან გრიზმანის ტრანსფერები დაუჯდა მილიარდი ევროს მეოთხედზე მეტი, უფრო კონკრეტულად კი 255 მილიონი, ხელფასების გამოკლებით.
ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი "ლივერპულიდან" გადმოვიდა 135 მილიონად, ფრანგი თავდამსხმელი მადრიდის "ატლეტიკოდან" კი 120-ად.
კატალონიურ კლუბში დამკვიდრება ვერცერთმა მათგანმა ვერ მოახერხა, რის შედეგადაც მათი სწრაფი ტემპით გაშვება პრიორიტეტულ ვარიანტად რჩება.
დავიწყოთ "ბლაუგრანას" ფლეიმეიქერით, ადაპტაციასთან წარმოქმნილი პრობლემების შემდეგ, კლუბმა ის განათხოვრების წესით გაუშვა მიუნხენის "ბაიერნში", სადაც ის არ გამოისყიდეს.
"ლურჯ-ბროწეულისფრების" მე-14 ნომერი დაბრუნდა, თუმცა გასულ სეზონში მას პრაქტიკულად არ უთამაშია, მიზეზი - ტრავმა.
სამხრეთ ამერიკელ გამთამაშებელს რეალური მსურველები არ ჰყავს, ჭორის დონეზე კი მის სახელს პრემიერ ლიგისა და მილანურ კლუბებს უკავშირებენ.
მივადექით "ბარსელონას" ფორვარდს, რომლის საულ ნიგესზე მოსალოდნელი გაცვლა უკანასკნელი დღეების ერთ-ერთი მთავარი თემაა.
კატალონიურ კლუბს სურს ესპანელი ცენტრალური ნახევარმცველის ტრანსფერი, "როხიბლანკო" კი თავის მხრივ არ არის თავისი ყოფილი 7-იანის დაბრუნების წინააღმდეგი.
დავანებოთ თავი "ბლაუგრანას" მიერ წყალში გადაყრილ 255 მილიონ ევროს, ახლა კლუბის გარშემო ტრიალებს სულ სხვა პრობლემა.
საუბარია სახელფასო ზღვარის დაწევის შესახებ, რომელიც კოუტინიოსა და გრიზმანის გასხვისებით, მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს. სწორედ არის "ლურჯ-ბროწეულისფრების" მთავარი მიზანი ამ დროისთვის.