EXCLUSIVE: როინ კვასხვაძემ დინამო თბილისი დატოვა
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს ნეფჩისთან გამოვარდნის შემდეგ, დინამო თბილისი როინ კვასხვაძემ დატოვა.
GOAL.GE-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, ბაქოს ნეფჩისთან წაგების შემდეგ, დინამო თბილისის ხელმძღვანელობასა და 32 წლის მეკარეს შორის საუბარი შედგა, რის შემდეგაც ფეხბურთელს კლუბის დატოვება მოუწია.
როინ კვასხვაძე დინამო თბილისს 2020 წელს ქუთაისის ტორპედოდან შეუერთდა და მას შემდეგ დედაქალაქელთა მაისურით 45 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს ნაკრების ყოფილმა მეკარემ დინამო თბილისთან ერთად საქართველოს ჩემპიონატი და სუპერთასი მოიგო.