ავტორიზაცია

"სხვებზე მაღლა დგანან", - საკიმ სკუდეტოს მოგების მთავარი ფავორიტი დაასახელა

"სხვებზე მაღლა დგანან", - საკიმ სკუდეტოს მოგების მთავარი ფავორიტი დაასახელა
თარიღი 19 ივლ 2021, 12:23

"მილანის" ლეგენდარულმა მთავარმა მწვრთნელმა, არიგო საკიმ მომავალი სეზონისთვის სკუდეტოს მოგების მთავარი ფავორიტი დაასახელა:

"ალეგრის დაბრუნებით, იუვენტუსი სკუდეტოს მოგების მთავარი ფავორიტი კვლავ გახდა. ის არის სპეციალისტი, რომელიც დიდ ყურადღებას აქცევს ტაქტიკასა და კონკრეტულ ეპიზოდებს.

ტურინული კლუბი მაქსის ხელში აღემატება ინტერს, მილანს და სერია ა-ს დანარჩენ კლუბებსაც. ჩემი აზრით, ჩემპიონები სწორედ ისინი გახდებიან".

შეგახსენებთ, "ბებერმა ქალბატონმა" სკუდეტო მოიგო ზედიზედ ცხრაჯერ (2012-2020), ჰეგემონია კი "ნერაძურის" ჩემპიონობით დაემხო.

მილანურმა გუნდმა ტრიუმფი იზეიმა ანტონიო კონტეს ხელში, თუმცა ახლა მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე უკვე სიმონე ინძაგია.

რაც შეეხება "ბიანკონერის", ანდრეა პირლო ჩაანაცვლა სწორედ მასიმილიანომ, რომლის ხელში კლუბმა თავის დროზე 11 ტიტული მოიგო.