ავტორიზაცია

ფიფამ ფეხბურთის რევოლუციური ცვლილებების დანერგვაზე გავრცელებულ ინფორმაციას ოფიციალური განცხადებით უპასუხა

ფიფამ ფეხბურთის რევოლუციური ცვლილებების დანერგვაზე გავრცელებულ ინფორმაციას ოფიციალური განცხადებით უპასუხა
თარიღი 19 ივლ 2021, 19:23

ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციას ფიფამ ოფიციალური განცხადების გამოქვეყნებით უპასუხა.

ორი დღის წინ, კატალონიურმა გამოცემა Mundo Deportivo-მ მოულოდნელი ინფორმაცია გამოაცხადა - მისი თქმით, ფიფა ფეხბურთში ახალი წესების დანერგვას აპირებს, ისეთების, როგორიცაა: თითო ტაიმი 30-30 წუთი, შეუზღუდავი ცვლილებები, აუტის მოწოდება ფეხით, ყვითელი ბარათის შემთხვევაში მოედნის 5 წუთით დატოვება და ა.შ.

ისიც კი ითქვა, რომ ამ ცვლილებების დასატესტად ფიფამ ახალგაზრდულ გუნდებს შორის ტურნირი ჩაატარა სახელწოდებით „მომავლის ფეხბურთი“. თუმცა, ორგანიზაცია ამას კატეგორიულად უარყოფს:

„ფიფას სურს, ბოლო დღეებში მედიაში გავრცელებულ უსაფუძვლო ინფორმაციას გამოეხმაუროს, თითქოს ჰოლანდიაში გამართულ ახალგაზრდულ ტურნირზე პოტენციური საფეხბურთო ცვლილებები დაიტესტა.

შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ამჟამად არანაირი ცვლილებები არ იგეგმება და არც ამ ინფორმაციას აქვს რაიმე საფუძველი. მსგვასი ცვლილებები არ ყოფილა განხილვაში არც ჩვენს და არც ჩვენ პარტნიორ IFAB-ს შორის.“ - ნათქვამია ფიფას განცხადებაში.