ავტორიზაცია

შმეიხელი თუ დონარუმა? - ვინ არის პირველი მეკარე ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში, რომელიც საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს?

შმეიხელი თუ დონარუმა? - ვინ არის პირველი მეკარე ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში, რომელიც საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს?
თარიღი 20 ივლ 2021, 11:37

როგორც მოგეხსენებათ, განვლილი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს იტალიის ეროვნული ნაკრების მეკარე, ჯიჯი დონარუმა.

იტალიელი გოლკიპერი გახდა პირველი მოთამაშე თავის პოზიციაზე, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესოს წოდება მოიპოვა.

ისტორიას აგრეთვე ახსოვს პეტერ შმეიხელი, რომელმაც გაიბრწყინა ევრო 92-ზე, თუმცა მას ზემოთხსენებული ჯილდო არ მოუგია, რადგან იმ დროს ნომინაცია "ტურნირის საუკეთესო მოთამაშე" არ არსებობდა.

უეფამ აღნიშნული პრიზი დანერგა მხოლოდ 1996 წლის ევროპის ჩემპიონატზე და პირველი გამარჯვებული მატიას ზამერი გახდა.

რაც შეეხება დანიელ კარის დარაჯს, 2016 წელს, უეფამ მაინც არ დატოვა ის საპატიო პრიზის გარეშე და 24-წლიანი ლოდინის შემდეგ, საუკეთესოს წოდება მას მაინც გადაეცა.

ორგანიზაციამ აგრეთვე დააჯილდოვა მიშელ პლატინი (ევრო 84) და მარკო ვან ბასტენი (ევრო 88). ამის მიუხედავად, აღნიშნული ტიტულები ოფიციალურ ხასიათს არ ატარებს და ეს ჯილდოები პატივისცემის გამოხატვაა წარსულის დამსახურებების გამო.

აქედან გამომდინარე, პირველი მეკარე, რომელმაც ოფიციალურად მოიგო ევროპის ჩემპიონატის ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული სწორედ ჯანლუიჯი არის.