ავტორიზაცია

ბარსელონასა და იუვენტუსს შორის მორიგი გაცვლა არ შედგება

ბარსელონასა და იუვენტუსს შორის მორიგი გაცვლა არ შედგება
თარიღი 20 ივლ 2021, 16:17

ევროპულ პრესაში აქტიურად იწერებოდა "ბარსელონასა" და ტურინის "იუვენტუსის" მორიგ ბარტერზე, ამჯერად მირალემ პიანიჩის აარონ რემსიზე გაცვლაზე.

ბარტერის ინიციატორად მოიაზრებოდნენ კატალონიელები, თუმცა ფაბრიციო რომანოს ტვიტერის თანახმად, გარიგება არ შედგება.

საქმე ისაა, რომ "ბებერი ქალბატონი" არ არის დაინტერესებული ბოსნიელი ცენტრალური ნახევარმცველის დაბრუნებით.

ამასთან ერთად, "ბიანკონერის" არც უელსელი შემტევის გაშვება ხიბლავს. აქედან გამომდინარე, "ბლაუგრანას" სხვა ვარიანტზე გადართვა მოუწევს.

როგორც ცნობილია, "ლურჯ-ბროწეულისფრები" ცდილობენ თავისი ჰავბეკის გაყიდვას, თუმცა მსურველები მას არ ჰყავს.