კვარაცხელია? არ აქვს მნიშვნელობა ვის წინააღმდეგ ვითამაშებ - სპარტაკის მცველი
რუსეთის პრემიერ ლიგის პირველ ტურში ყაზანის რუბინთან(1-0) მარცხის შემდეგ მოსკოვის სპარტაკის მარჯვენა მცველმა ნიკოლაი რასკაზოვმა ხვიჩა კვარაცხელიასთან დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა.
"არ ვიტყოდი, რომ სპარტაკის მაისურით საუკეთესო მატჩი მქონდა. ჩემი მიზანი ფლანგის დაცვა იყო. ხვიჩა კვარაცხელია? კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვის წინააღმდეგ ვითამაშებ. არცერთი ფეხბურთელის გვარი ჩემთვის მინდორზე ყოფნისას მნიშვნელოვანი არაა," - განაცხადა სპარტაკის მარჯვენა მცველმა ნიკოლაი რასკაზოვმა.
მოსკოვის სპარტაკთან მატჩამდე რუსულმა გამოცემა metameetings.ru-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მილანთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.
რუსული გამოცემის ინფორმაციის საპირისპიროდ, სპარტაკთან მატჩის შემდეგ რუბინის გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა უარყო ეს ინფორმაცია და მეტიც, თქვა, რომ ხვიჩა კვარაცხელიაც ტრანსფერზე მათ 1 წინადადებაც არ მიუღიათ.
ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის რუბინის შემადგენლობაში 2019 წლის ზაფხულიდან თამაშობს.