ავტორიზაცია

[VIDEO] მეკარეც მოატყუა და კარში შეაგორა - ყაზაიშვილმა კორეაში კვლავ გაიტანა

თარიღი 25 ივლ 2021, 14:41

სამხრეთ კორეის ჩემპიონატის მე-20 ტურში ულსან ჰიუნდაი სუვონს მასპინძლობს და პირველი ტაიმის შემდეგ 1-3 მარცხდება.

მასპინძელთა მხრიდან 21-ე წუთზე ანგარიში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ვაკო ყაზაიშვილმა გახსნა, თუმცა სუვონმა მალევე ულსან ჰიუნდაის 2 გოლი გაუტანა.

ვაკო ყაზაიშვილისთვის ულსან ჰიუნდაის მაისურით მიმდინარე სეზონში მე-6 გოლია.