ავტორიზაცია

მალე ხვიჩა კვარაცხელია რეალში ითამაშებს - რუბინის ფეხბურთელი

მალე ხვიჩა კვარაცხელია რეალში ითამაშებს - რუბინის ფეხბურთელი
თარიღი 25 ივლ 2021, 12:21

ყაზანის რუბინის სერბმა თავდამსხმელმა ჯორჯე დესპოტოვიჩმა მოსკოვის სპარტაკთან(1-0) მოგებული მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ სჯერა, ხვიჩა კვარაცხელია მალე მადრიდის რეალში ითამაშებს.

"ხვიჩა კვარაცხელია არის ყაზანის რუბინის კრიშტიანუ რონალდუ. მე ის რეალისკენ გავუშვი და მალე კვარაცხელია რეალში ითამაშებს, დარწმუნებული ვარ. კიდევ ერთხელ ვამბობ, საუკეთესო ფეხბურთელია, რომელთან ერთადაც ერთ გუნდში მითამაშია," - განაცხადა სერბმა ფორვარდმა.

მოსკოვის სპარტაკთან მატჩამდე რუსულმა გამოცემა metameetings.ru-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მილანთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.

რუსული გამოცემის ინფორმაციის საპირისპიროდ, სპარტაკთან მატჩის შემდეგ რუბინის გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა უარყო ეს ინფორმაცია და მეტიც, თქვა, რომ ხვიჩა კვარაცხელიაც ტრანსფერზე მათ 1 წინადადებაც არ მიუღიათ.

ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის რუბინის შემადგენლობაში 2019 წლის ზაფხულიდან თამაშობს.