მისი დამსახურებაა, რომ არ წავაგეთ - კოპენჰაგენის ფანები ხოჭოლავას თამაშმა გააოცა
დანიის ჩემპიონატის მე-2 ტურში კოპენჰაგენისა და სილკებორგის მატჩი უგოლოდ, 0-0 დასრულდა.
აღნიშნული მატჩის საუკეთესო მოთამაშე საქართველოს ნაკრების მცველი დავით ხოჭოლავა გახდა, რომელმაც 8.2 ქულა მიიღო და შთამბეჭდავი შეხვედრა ჰქონდა.
სილკებორგთან გამორჩეული შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში გულშემატკივრების საინტერესო კომენტარები დაიწერა. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს.
"ხოჭოლავამ ძალიან დამაჯერებელი მატჩი ჩაატარა. არც მარიოსა და გრაბარას გაკრიტიკება შეიძლება, მაგრამ სილკებორგის წინააღმდეგ ქართველი ნამდვილად საუკეთესო იყო".
"სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი, თუ რა მაღალი დონის მატჩი ჩაატარა დავით ხოჭოლავამ".
"რამდენიმე არაზუსტი გადაცემის გარდა, სილკებორგთან ხოჭოლავა თავზარდამცემი იყო მეტოქის მცველებისთვის".
"ლერაგერი და ხოჭოლავა არიან ადამიანები, ვისი კრიტიკაც დღეს არ შეიძლება. იეს თორუპი გასაშვებია, სამარცხვინოდ ითამაშა გუნდმა".
"ხოჭოლავას დამსახურებაა, რომ არ წავაგეთ. ის კოპენჰაგენის შესანიშნავი ტრანსფერია, დიდი კაცი".
"დავით ხოჭოლავას ყველა ის თვისება აქვს, რაც ჩვენ სხვა მცველებს აკლიათ. მისი ყურებისას ვტკბები".
"გიგანტი ადამიანი - დავით ხოჭოლავა. ბოდიშს ვიხდი, როცა მისი ტრანსფერის გამოცხადებისას კრიტიკული კომენტარები დავწერე".
დავით ხოჭოლავა კოპენჰაგენს 2021 წლის ზაფხულში დონეცკის შახტარიდან 4 მილიონის სანაცვლოდ შეუერთდა. საქართველოს ნაკრების მცველსა და დანიელებს შორის 4-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.