ავტორიზაცია

კიტეიშვილმა შტურმთან კონტრაქტის გაფორმებამდე რუსულ გუნდს უარი უთხრა

კიტეიშვილმა შტურმთან კონტრაქტის გაფორმებამდე რუსულ გუნდს უარი უთხრა
თარიღი 26 Jul 2021, 01:30

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ ოთარ კიტეიშვილს მიმდინარე წლის ზაფხულში რუსეთის ჩემპიონატში გადასვლა შეეძლო.

GOAL.GE-ს ინფორმაციით, 25 წლის ნახევარმცველს გროზნოს ახმატის ვარიანტი ჰქონდა, თუმცა უარი თქვა, გრაცის შტურმთან კი ხელშეკრულება 2024 წლის ივნისის ჩათვლით გააფორმა.

ახმატში ერთი ქართველი ფეხბურთელი უკვე თამაშობს. გროზნელთა შემადგენლობაში მეკარე გიორგი შელია ირიცხება. გასული სეზონი ახმატმა 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-11 პოზიციაზე დაასრულა.

ოთარ კიტეიშვილი გრაცის შტურმში 2018 წლის ზაფხულიდან თამაშობს, სადაც დინამო თბილისიდან 800,000 ევროს სანაცვლოდ გადავიდა.